გოდერძი ჩოხელი, "ჩიტთა ფაფაობა" - ქართული ლიტერატურა ბლოქჩეინზე.

in #writing6 years ago

ჩიტთა ფაფაობა

ჩიტთა უქმეა. გუდამაყარში არ მუშაობენ, უქმობენ.
მთიული დედაკაცები ჩუმად გადმოიპარნენ მთაზე, გუდამაყრელების ადგილში დასხდნენ და დაოწყეს წინდების ქსოვა.
–ეგ რაღას ნიშნავს?
–ჩიტთა დღე როცა არის, უქმეს ინახავენ გუდამაყრელები, რომ ჩიტებმა ყანები არ გაუკენკონ.
––მთიულები რომ გადმოიპარნენ?
–ეგენი იმიტომ ჰქსოვენ გუდამაყრელების ადგილში წინდებს, რომ ნათქვამია: ვისიც დანა, იმის ნანაო.
–ვერ გავიგე?
–ვის ადგილშიც უქმე დღეს ომუშავებ იმს ეთვლება უქმის გატეხად.
–ესე იგი შენს წიგნში უნდა გაკენკონ ჩიტებმა ქანა, არა?
–ხო, თუ ვერ გაუგეს გუდამაყრელებმა.
– აბა წაიკითხე
...გუდამაყრელები ჩუმად წამოეპარნენ, გათოკეს და სოფელში ჭაიყვანეს მთიულები. მთელი დღე პური არ აჭამეს, არც წყალი დაალევინეს. შაღამოს აადუღეს ფაფა, მთიული დედაკაცები გარეთ დააყენეს და ისე ჩაატარეს ჩიტთა ფაფაობა.
– გუდამაყრელო, რას აკეთებ? –ეძახის წინასწარ დარიგებული მშიერი მთიული გარედან.
– ჩიტთა ფაფასა!– გამოსძახის სახლიდან.
– მე კი არ მაჭმევა?
– გაჭმევ მრავალსა.
– ჩემი ჯამი სადა დგას?
– ზემო კერასა.
– მერე შიგნიდან გამოსძახის გუდამაყრელი:
– ჩიტნი ვის ყანასა ჰკენკენ?
მთიულს მეტი გზა აღარა აქვს და იძახის:
– მთიულებისასა.
– გუდამაყრელი გამოეგებება, მთიულს სახლში შეიყვანს და ფაფიან ჯამს დაუდგამს წინ.
– შენს წიგნში ახლა მწიფე ყანებია, თუ?
– არა, ჯერ ჯეჯილია.
– კარგი ყანა მოდის?
– გააჩნია ამინდს. თუ კარგი დრო დაუდგა და ჯაჯილი არ დასეტყვა, მე მგონი კარგი ყანა უნდა მოვიდეს.
– შენი წიგნების ყდებში ნადირი იცის?
– კი, ბევრი.
– დათვი არის?
– არის. იცი რა ლამაზი წიგნია? ხან ყვითელი ყდები აქვს, ხან თეთრი, ხან ათასნაირი ყვავილებით მოხატული. ზოგჯერ ცხვრის ფარები ხატია ზედ. ძოგჯერ კიდევ თეტრი ნისლები.
– შიგნით სულ ეგეთი მოთხრობები სწერია?
– ზოგჯერ ისეთ რამეს ვკითხულობ შიგ, თვეობით გაოგნებული დავდივარ, მეშინია მოთხრობებმა არ გამაგიჟონ.
– შენც ნუ წაიკითხავ.
– ეს ისეთი წიგნია, მანამ ცოცხალი ვარ, არც დაკეცვა შეიძლება და არც წაკითხვა-არწაკითხვაა არის ჩემი ნება.
– მაშ ვისი ნება არის?
– მოთხრობების. წამოდგება რომელიმე და ისეთი თვალებით მომაშტერდება, არ შემიძლია წაუკითხავი გავუშვა.
ყდიდან ყდამდე ამოვა და ჩავა მზე, ამოვა და ჩავა. დადიან, დაალაჯუნებენ მოტხრობები შიგნით...
– მე მეშინია, მართლა არ გავგიჟდე.
– მგონი უკვე...
– არა, ჯერ არა. იცი, ხშირად რას ვნატრობ?
– რას?
– მე რომ ისეთი დიდი ვიყვე... მართლა რომ ისე დიდი ვიყვე... ღმერთმა რომ თავის ძალა მომცეს, რას ვიზამ იცი?
– რას?
– ავიყვანდი და ხელისგულზე დავისვამდი მიწას.
– რატომ?!
– ამდენს რომ ბრუნავს, ერთი წამით დავასვენებდი.

^ * ^ * ^ * ^

Coin Marketplace

STEEM 0.35
TRX 0.12
JST 0.040
BTC 70597.89
ETH 3559.60
USDT 1.00
SBD 4.77